გადასვლა მთავარ შიგთავსზე

კომპანიის შესახებ

შპს დიჯიარ 2026 — პროგრამული უზრუნველყოფისა და IT სერვისების კომპანია, დაფუძნებული საქართველოში.

ჩვენი საქმიანობა მოიცავს მობილური აპლიკაციების, ვებ აპლიკაციების, ვებგვერდების, ციფრული პლატფორმებისა და ინდივიდუალური პროგრამული გადაწყვეტების დაპროექტებას, შემუშავებას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და მართვას.

ვმუშაობთ როგორც კლიენტების შეკვეთებზე, ისე საკუთარ პროდუქტებზე. ამჟამად ორი საკუთარი მობილური აპლიკაცია გვაქვს შემუშავების პროცესში — სავარჯიშო აპლიკაცია ვიდეო გაკვეთილებით და აპლიკაცია მოტოციკლის მფლობელებისთვის.

ყველა პროდუქტი, რომელსაც ვაქვეყნებთ, ჩვენივე გუნდის მიერაა შექმნილი და მხარდაჭერილი. მომხმარებელთა მონაცემების დამუშავებას ვახორციელებთ გამჭვირვალედ და მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აპლიკაციის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

იურიდიული რეკვიზიტები

იურიდიული სახელი
შპს დიჯიარ 2026
დაფუძნების წელი
2026
მისამართი
მზია ჯინჭარაძის ქ. 7, თბილისი 0180
ელფოსტა
info@dgr.ge
ტელეფონი
+995599125373
ვებგვერდი
dgr.ge

პრინციპები

  • გამჭვირვალობა

    ვამბობთ, რა მონაცემებს ვაგროვებთ და რატომ. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს წაშალოს ანგარიში.

  • მისაწვდომობა

    ინტერფეისები კონტრასტის, კლავიატურის ნავიგაციისა და ეკრანის მკითხველების გათვალისწინებით იქმნება.

  • მდგრადობა

    პროდუქტი გაშვებით არ სრულდება — მას ვაახლებთ, ვამონიტორინგებთ და ვასწორებთ.